ATP CUP – იწყება – საქართველო არგენტინას დაუპირისპირდება

ბათუმის “დინამოს” ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება
დეკემბერი 31, 2021 01:37
“ტრაპზონსპორი აზაროვის ტრანსფერის დასახურად, ახალ შეთავაზებას ამზადებს” – თურქული მედია
დეკემბერი 31, 2021 13:11

2022 წლის პირველი იანვრიდან, ავსტრალიაში სტარტს აიღებს სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირი – ATP Cup.

შეგახსენებთ, საქართველო ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილის მაღალი რეიტინგის და შედეგების გამო იღებს, ჩვენი ნაკრები გათამაშების D ჯგუფში, პოლონეთის, არგენტინის და საბერძნეთის ნაკრებებთა ერთად მოხვდა.

ქართველი ჩოგბურთელები პირველ შეხვედრას, 2022 წლის პირველ იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე გამართავენ, ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება.

ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინის ნაკრების პირველ ნომერს, დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება. მეორე ნომრებუს შეხვედრა კი ასეთი იქნება ალექსანდრე მეტრეველი V   ფედერიკო დელბონისის წინააღმდეგ, ხოლო წყვილთა თანრიგში ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი ჩოგბურთელები იასპარეზებენ საქართველოს სახელით.

 

Share