დავით ნინიაშვილი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბეა

უარი ტორპედოს – სიხარულიძის ახალი კლუბი ცნობილია
დეკემბერი 31, 2021 20:33
გორის დილას მეოთხე ტრანსფერი – მცველი თელავიდან
დეკემბერი 31, 2021 21:13

დავით ნინიაშვილი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბეა.

საუკეთესო რაგბის გულშემატკივრებმა საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური ქსელების მეშვეობით გამოავლინეს.

ნინიაშვილის გარდა, აღნიშნულ ნომინაციაში:აკაკი ტაბუცაძე, ბექა გიგაშვილი, ბექა საღინაძე და მერაბ შარიქაძე იყვნენ წარდგენილნი. დავით ნინიაშვილმა წელს “რაგბი ევროპის თასზე” ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა.

ახალგაზრდა ფულბეკმა რუსეთს ეფექტური ლელო დაუდო და ნიდერლანდებს ჰეთ-რიკი შეუსრულა. ეფექტური მატჩი ჩაატარა ფიჯისა და საფრანგეთის წინააღმდეგაც. დავით ნინიაშვილი ზაფხულში სარაგბო კლუბ “ხვამლიდან” ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “ლიონში” ჩაირიცხა და იქაც იმკვიდრებს თავს.

ნინიაშვილი “ჩელენჯ თასის” მატჩში “გლოსთერის” წინააღმდეგ შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს საზოგადოებრივი  მაუწყებლის პირველმა არხმა დავით ნინიაშვილი წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა.

Share