ბათუმის “დინამოს” ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება

უკეთ, ვიდრე რიოში – ისტორიული ოლიმპიადა და 8 მედალი ტოკიოდან
დეკემბერი 30, 2021 20:53
ATP CUP – იწყება – საქართველო არგენტინას დაუპირისპირდება
დეკემბერი 31, 2021 12:48

 

ბათუმის “დინამოსა” და “ევროპაბეთს” შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო და მაშინ მხარეებს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ დროის განმავლობაში კლუბში 600 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ჩვენი ინფორმაციით, ახალი სეზონიდან ბათუმელთა გენერალური სპონსორი დიდი ალბათობით “აჭარაბეთი” იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის აგვისტოში “აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში “აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” მომავალ წელს საქართველოს სახელს ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს.

Share