ფეხბურთელების დავალიენება გასტუმრებულია – ახალი წელი ხელფასებით

გორის დილას მეოთხე ტრანსფერი – მცველი თელავიდან
დეკემბერი 31, 2021 21:13
საქართველო V არგენტინა – დელბონისი მეტრეველის შეხვედრა ამ წუთებში იწყება
იანვარი 1, 2022 03:06

გუშინ მოგახსენეთ, რომ კლუბების უმრავლესობას ფეხბურთელებთან 2-3 თვის დავალიანება ჰქონდა და ამის მთავარი მიზეზი ფონდის მიერ დაკისრებული დავალიანება იყო.

ექსკლუზიურად ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტის, შალვა გოგოლაძის კომენტარიც შემოგთავაზეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ ფონდი არ არის.

დღეს კი გავარკვიეთ, რომ ფეხბურთელებს დავალიანება გაესტუმრათ და ამაში წვლილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიტანა, რომელმაც ფონდის დავალიანება გაისტუმრა.

ამასთან დაკავშირებით კლუბებს დავუკავშირდით და არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ.

“მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასი ჩაურიცხა და ამაში დიდი წვლილი ფეხბურთის ფედერაციამ, კონკრეტულად კი ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა შეიტანა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ”, – განაცხადა “სამტრედიას” დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა.

“დავით მუჯირმა და ლევან კობიაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ფეხბურთელებისადმი ჩვენი სახელფასო ვალდებულებები გაგვესტუმრებინა და ახალ წელს ეს გამოვიდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი”, – გვითხრა “დინამო თბილისის” დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

Share