სამგურალმა თელავის ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა

“ტრაპზონსპორი აზაროვის ტრანსფერის დასახურად, ახალ შეთავაზებას ამზადებს” – თურქული მედია
დეკემბერი 31, 2021 13:11
ოფიციალურად: მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრია
დეკემბერი 31, 2021 16:29

რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ თელავში პრობლემებია, რის გამოც ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა.

კლუბმა ინფორმაცია უარყო, გამავრცელებელს დეზინფორმატორი უწოდა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

უკვე ვწერდით, რომ თელავის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ლაშა შერგელაშვილი კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თელავიდან გუნდის კიდევ ორი გამორჩეული ფეხბურთელი წავიდა – ირაკლი რუხაძე და მიხეილ ბაშალეიშვილი. როგორც შევიტყვეთ, ორივე ფეხბურთელი კარიერას წყალტუბოს სამგურალში გააგრძელებს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში თელავს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

Share