უარი ტორპედოს – სიხარულიძის ახალი კლუბი ცნობილია

ბოდიშსაც ვაჟკაცობა სჭირდება, ბატონებო! – Qomagebi.ge-ს პასუხი “თელავს”
დეკემბერი 31, 2021 19:12
დავით ნინიაშვილი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბეა
დეკემბერი 31, 2021 20:47

ლოკომოტივის ყოფილი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე ოფიციალურად საბურთალოს ფეხბურთელია.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ლოკომოტივიდან წასული ფორვარდის დამატება ქუთაისის ტორპედოს სურდა და რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებსაც მართავდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიხარულიძემ ქუთაისურ კლუბს უარი უთხრა.

დღეს მისი ტრანსფერი საბურთალოს გვერდმა გააოფიციალურა. კონტრაქტის დეტალები კლუბს არ გაუსაჯაროებია.

ეროვნული ლიგის ბოლო სეზონში ქართველმა ფორვარდმა 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

Share