ოფიციალურად: მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრია

სამგურალმა თელავის ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა
დეკემბერი 31, 2021 14:19
ბოდიშსაც ვაჟკაცობა სჭირდება, ბატონებო! – Qomagebi.ge-ს პასუხი “თელავს”
დეკემბერი 31, 2021 19:12

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრია.

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალენსიამ მამარდაშვილის კონტრაქტი თბილისის დინამოსგან ოფიციალურად გამოისყიდა. ვალენსია 850 000 ევროს გადაიხდის, დინამო შემდეგი ტრანსფერის 10%-საც მიიღებს.

რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს: მამარდაშვილმა ვალენსიასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2025 წლამდე… მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ ვალენსიას მაისურით ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება დღეს 3 მილიონ ევროს სეადგენს – 4-ჯერ მეტს, ვიდრე ვალენსიაში გადასვლამდე იყო.

Share