ATP Cup – საქართველო არგენტინასთან უშანსოდ დამარცხდა

საქართველო V არგენტინა – დელბონისი მეტრეველის შეხვედრა ამ წუთებში იწყება
იანვარი 1, 2022 03:06
დედაქალაქელების მორიგი ტრანსფერები – თბილისის საბურთალო გაძლიერებას განაგრძობს
იანვარი 1, 2022 13:34

დღეს გამთენიისას, ავსტრალიის საჩოგბურთო კორტებზე, ATP Cup- ის მესამე გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 3-0 დამარცხდა.

ერთეულთა თანრიგის შეხვედრაში ალექსანდე მეტრეველი ფედერიკო დელბონისთან 2 სეტში ( 6:1 ; 6:2 ) დამარცხდა. თავისის შეხვედრა დათმო დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ ნინოლოზ ბასილაშვილმა, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ასევე 2 სეტში ( 6:1. ; 6:2) დამარცხდა.

წყვილთა თანრიგის შეხვედრაში საქართველოს სახელით საბა ფურცელაძემ და ზურაბ ტყემალაძემ იასპარეზეს, სამწუხაროდ ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელებმა გონსალესი/მონტელის წყვილს ვერაფერი მოუხერხეს და შეხვედრა 2 სეტში (6:1 ; 6:2) დათმეს.

ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას სამ იანვარს, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

Share