დედაქალაქელების მორიგი ტრანსფერები – თბილისის საბურთალო გაძლიერებას განაგრძობს

ATP Cup – საქართველო არგენტინასთან უშანსოდ დამარცხდა
იანვარი 1, 2022 12:58
VIDEO – რომან ფიფიას ინტერვიუ – დინამოს პრეზიდენტმა გასული სეზონი შეაფასა
იანვარი 1, 2022 13:45

გუშინ, 2021 წლის 31 დეკემბერს, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის “ლოკომოტივიდან” თბილისის  “საბურთალოში”  ირაკლი სიხარულიძის ტრანსფერი შედგებოდა.

გარდა სიხარულიძის ტრანსფერისა “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის ცნობით კლუბმა შეთანხმებას ალექსანდრე გურეშიძესთან, დავით უბილავასთან, ბაქარ ქარდავასთან, გია ჩადუნელთან, ნოდარ იაშვილთან და ნოდარ ქავთარაძესთანაც მიაღწია.

ტრანსფერების განხორციელებასთან ერთად, “საბურთალოდან” ფეხბურთელები მიდიან, გუნდი უკვე დატოვეს ოგაგა ოდუკომ, ვიქტორ მუდრაკმა, რომან ჩაჩუამ, აკაკი შულაიამ და გიორგი ერისთავმა.

დედაქალაქურმა კლუბმა ეროვნული ლიგის გასული სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, გარდა ამისა თბილისელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება მოიგეს და მომავალ სეზონში საქართველოს სახელს უეფას კონფერენს ლიგაზე დაიცავენ.

 

Share