“როგორი გიჟური წელია ჩემნაირი მოხუცისთვის” – გურამ კაშია

PHOTO ქართველები და ახალი წელი: ვინ როგორ შეხვდა და რა გვისურვა
იანვარი 1, 2022 17:00
😂 VIDEO ტალახაძემ კაშიას გამოწვევა უპასუხოდ დატოვა 💪
იანვარი 1, 2022 18:09

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

კაშიამ გასული, 2021 წელი შეაჯამა, კლუბებსა და ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

“როგორი გიჟური წელი იყო ჩემნაირი მოხუცისთვის… 53 მატჩი ზედიზედ, შეუსვენებლად. წელი კლუბის გარეშე დავიწყე, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე.

მადლობა ლოკომოტივს და სლოვანს, რომ თავის გამოჩენის საშუალება მომეცით. განსაკუთრებული მადლობა ქართველ გულშემატკივარს ჩემდამი კარგი დამოკიდებულებისთვის”, – დაწერა კაშიამ.

კაშიამ 2021 წელს 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა

Share