“მბაპეს წინ ოქროს ბურთს მოიგებს” – ცნობილი ფრანგული გამოცემა კვარაცხელიაზე

😂 VIDEO ტალახაძემ კაშიას გამოწვევა უპასუხოდ დატოვა 💪
იანვარი 1, 2022 18:09
“ნიკა, ბოდიში იმისთვის, რაც მოხდა” – კვიპროსული მედიის წერილი კაჭარავას
იანვარი 1, 2022 21:00

Georgia's midfielder Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring the opening goal during the FIFA World Cup Qatar 2022 qualification football match Georgia v Spain in Tbilisi on March 28, 2021. (Photo by Kirill KUDRYAVTSEV / AFP) (Photo by KIRILL KUDRYAVTSEV/AFP via Getty Images)

ახალი წელი დაიწყო და გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Sofoot-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის 10 ფეხბურთელია ნახსენები, რომლებიც, გამოცემის აზრით, 2022 წელს მსოფლიოს აალაპარაკებენ.

გამოცემის შედგენილ ათეულში საქართველოს ნაკრებისა და რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ყველაზე დიდი შეფასება სწორედ მან მიიღო – ფრანგული გამოცემა ხვიჩას მომავალში, არც მეთი, არც ნაკლები, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატად მიიჩნევს.

“ახალგაზრდა ქართველის გვარი რთული წარმოსათქმელია, მაგრამ მალე მის გვარს ბევრჯერ გაიგონებთ. 2021 წლის საუკეთესო ქართელი ფეხბურთელი უკვე ვილი სანიოლის რჩეულია და როცა მის თამაშს უყურებ, ხვდები, რომ ეს ლოგიკურია.

სწრაფი, ტექნიკური, ელეგანტური, უამრავი თვისების მქონე ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გულებს დაიპყრობს. არ არსებობს ადგილი, საიდანაც მას დარტყმა არ შეუძლია.

ჩვენი დამსახურებით, რამდენიმე წელში შეძლებთ თქვათ: “ხვიჩა კვარაცხელია? მას შესახებ დიდი ხნის წინ ვიცოდი – მანამ, სანამ მბაპეს წინაშე ოქროს ბურთს მოიგებდა”, – წერს გამოცემა ქართველზე.

Share