VIDEO – რომან ფიფიას ინტერვიუ – დინამოს პრეზიდენტმა გასული სეზონი შეაფასა

დედაქალაქელების მორიგი ტრანსფერები – თბილისის საბურთალო გაძლიერებას განაგრძობს
იანვარი 1, 2022 13:34
PHOTO ქართველები და ახალი წელი: ვინ როგორ შეხვდა და რა გვისურვა
იანვარი 1, 2022 17:00

დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განვლილი სეზონი შეაფასა და კლუბში მიმდინარე განახლების პროცესზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ “თბილისის” დინამომ ეროვნული ლიგის გასული სეზონი მე-2 პოზიციაზე დაასრულა, დედაქალაქელებმა ჩემპიონის ტიტული ბათუმის “დინამოსთან” დათმეს, აჭარულმა გუნდმა საქართველოს რეკორდსმენს ( ჩემპიონობის რაოდენობით ) 5 ქულით აჯობა,  ბათუმელები მომავალ სეზონში საქართველოს ღირსებას უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავენ, თბილისის “დინამო” კი უეფას კონფერენსლიგაზე იასპარეზებს.

თბილისის “დინამოში” რეკონსტრუქციის და განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, კლუბში ნდობას უცხადებენ კახა ცხადაძეს, გარდა ამისა გუნდში დაბრუნდა ესპანელი სპეციალისტი ანდრეს კარასკო, სპორტული დირექტორად, ბელარუსში გამოცდილი ქართველი მენეჯერი ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა.

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში თბილისელებმა რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელებს, ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ლურჯ-თეთრ მაისურს დავით კერესელიძე, დიმიტრი ანტილევსკი, სტეფან ბიტოკი და სტანისლავ ბილენკი მოირგებენ.

 

Share