საქართველოს ხელბურთის ნაკრები შესარჩევ ეტაპს ფინეთის წინააღმდეგ დაიწყებს

სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა – ვის ტრანსფერებს უნდა ველოდოთ
იანვარი 1, 2022 22:10
“ბითაძემ დაამტკიცა, რომ NBA კალიბრის მოთამაშეა” – 8points9seconds ქართველზე საუბრობს
იანვარი 2, 2022 00:17

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.

როგორც ცნობილი იყო, გუნდს ტრავმის გამო დააკლდებოდნენ ნიკოლოზ კალანდაძე და ხაზეინ რუსტამოვი, სამწუხაროდ, ჯვაროსნების რიგებში ტრავმირებულთა რიცხვს ერეკლე არსენაშვილი და ირაკლი ჩიქოვანიც დაემატნენ.

„ამ მატჩებში მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაგვაკლდებიან, მოგვიწევს არსებულ მოცემულობას მაქსიმალურად მოვერგოთ და სტრატეგია შევცვალოთ. იმედია, ჩვენი მხარდამჭერები იმ მუხტს მოგვცემენ, რაც მათგან გვჭირდება და ერთად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანდუ ფლორინ იაკობმა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველი შეხვედრა 5 იანვარს 19:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყებ,  დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია კოვიდ რეგულაციების დაცვა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

Share