“ნიკა, ბოდიში იმისთვის, რაც მოხდა” – კვიპროსული მედიის წერილი კაჭარავას

“მბაპეს წინ ოქროს ბურთს მოიგებს” – ცნობილი ფრანგული გამოცემა კვარაცხელიაზე
იანვარი 1, 2022 19:20
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა – ვის ტრანსფერებს უნდა ველოდოთ
იანვარი 1, 2022 22:10

რამდენიმე დღის წინ ანორთოსისსა და  ნიკა კაჭარავას შორის კონტრაქტი ორმხრივად გაწყდა, შესაბამისად ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსულ გუნდი დატოვა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაურკვევლობა და შემდგომ კონტრაქტის გაწყვეტა “აპოელისა” და “ომონიას” მატჩს უკავშირდება. “ანორთოსისი” და “აპოელი” საკმაოდ დაპირისპირებული გუნდები არიან. ნიკა კაჭარავამ და გურამ კაშიამ გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს, კლუბის ხელმძღვანელობამ და ფანებმა კი ქართველ თავდამსხმელს ეს საქციელი არ აპატიეს.

დღეს კვიპროსულ მედიაში, კერძოდ gipedo.politis.com.cy-ზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მედია ქართველ ფეხბურთელს მომხდარისთვის ბოდიშს უხდის.

“ცოტა ხნის ფეხბურთელი გუნდიდან იმის გამო გააგდეს, რომ ის თანამემამულის გოლს აღნიშნავდა. და ეს გულშემატკივრების მოთხოვნის გამო გააკეთეს. ისინი ძალიან გაბრაზდნენ, როცა სოციალურ ქსელში ნახეს ვიდეო, როგორ აღნიშნავდა კაჭარავა ქვილითაიას გოლს.

ჩვენ იმ აზრზე ვართ, რომ კაჭარავა გოლს არ აღნიშნავდა – ის უბრალოდ ეხუმრებოდა სხვა ქართველ ფეხბურთელს, რომელიც მასთან ერთად ტრიბუნაზე იყო. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, რას ვამბობთ ჩვენ. ეს არ არის პირველი შემთხვევაა კვიპროსში, როცა გადაწყვეტილებას ფანები იღებენ, კლუბის ადმინისტრაცია კი ასრულებს მოთხოვნებს.

ნიკა კაჭარავა, დღეს ამ სტატიას იმიტომ ვწერთ, რომ მომხდარისთვის ბოდიში მოგიხადოთ. თუ მათ არ უნდოდი, პირდაპირ უნდა ეთქვათ და არა ფანების სახელით.

მეგობრებო, იმედი გვაქვს, 2022 წელს უფრო ადამიანურები ვიქნებით”, – წერია სტატიაში.

Share