ATP CUP – ხასიათის გამოსწორების შანსი, საქართველო პოლონეთს შეხვდება

“ბითაძემ დაამტკიცა, რომ NBA კალიბრის მოთამაშეა” – 8points9seconds ქართველზე საუბრობს
იანვარი 2, 2022 00:17
საშინაო ევრობასკეტი, პირველი მედლის მოლოდინი ზამთრის ოლიმპიადაზე-რას ველით 2022 წელს ქართულ სპორტში
იანვარი 2, 2022 16:41

ავსტრალიაში, სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირი ATP Cup – გრძელდება, პირველი ტურების ჩამთავრების შემდეგ დღეს ღამით და ხვალ გამთენიისას ნაკრებებს მეორე ტურის მატჩები ელოდებათ.

საქართველოს ნაკრები სამ იანვარს, გამთენიისას პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ერთეულთა თანრიგის პირველ შეხვედრაში ცენტრალური დაპირისპირება შედგება – ნიკოლოზ ბასილაშვილი V ჰუბერტ ჰურკაჩი, შეხვედრა თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.

ერთეულთა თანრიგის მეორე მატჩი  მეტრეველსა და მაიჩჟარკს შორის შედგება, რასაც წყვილთა შორის დაპირისპირება მოყვება, სადაც მეტრეველი/ბაკში,  ვალკოვი/ზელენსკის დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი არგენტინის წინააღმდეგ 3-0 დათმო, პოლონეთმა კი თავისმხრივ საბერძნეთი დაამარცხა და ცხრილს არგენტინასთან ერთად ლიდერობს.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მოახლოვებულ მატჩში მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს, ქართველ ჩოგბურთელებს ნახევარფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ხუთ იანვარს საბერძნეთის დამარცხებაც დასჭირდებათ.

საქართველოს და პოლონეთის ნაკრებებუს შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას ჩვენ საიტზე განთავსებული ბმულის საშუალებით შეძლებთ.

Share