ბასილაშვილი შეხვედრიდან მოეხსნა – საქართველო პოლონეთს პირველი ჩოგნის გარეშე შეხვდება

საშინაო ევრობასკეტი, პირველი მედლის მოლოდინი ზამთრის ოლიმპიადაზე-რას ველით 2022 წელს ქართულ სპორტში
იანვარი 2, 2022 16:41
VIDEO პირველი ქართული ლელო 2022 წელს
იანვარი 2, 2022 18:57

3 იანვარს, გამთენიის 04:30 საათზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ATP Cup – ის ეგიდით, პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ახალახანს გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება, მის ნაცვლად ჰუმბერტ ჰურკაჩის წინააღდმეგ ალექსანდრე მეტრეველი ითამაშებს.

ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა სავარაუდოდ ბასილაშვილი მატჩს ფიზიკური ფორმის გამო ჩაეხსნა, შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა რამდენიმე კვირის წინ კოვიდ 19 გადაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა გათამაშების პირველი შეხვედრა პირველ იანვარს, არგენტინის წინააღმდეგ გამართა, სამხრეთ ამერიკელებთან 3-0 დავმარცხდით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი თავისი შეხვედრა ერთეულთა თანრიგიში დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ 2 სეტში დათმო.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების დაპირისპირების ხილვა ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებით შეგეძლებათ.

Share