“ბითაძემ დაამტკიცა, რომ NBA კალიბრის მოთამაშეა” – 8points9seconds ქართველზე საუბრობს

საქართველოს ხელბურთის ნაკრები შესარჩევ ეტაპს ფინეთის წინააღმდეგ დაიწყებს
იანვარი 1, 2022 23:14
ATP CUP – ხასიათის გამოსწორების შანსი, საქართველო პოლონეთს შეხვდება
იანვარი 2, 2022 13:12

8points9seconds.Com ინდიანაპოლისის ქართველ კალათბურთელზე, გოგა ბითაძეზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს:

“22 წლის გოგა ბითაძეს NBA-ს სამწლიანი გამოცდილება აქვს. ქართველი კალათბურთელი სადებიუტო სეზონის განმავლობაში უფრო მეტ თამაშს თამაშობდა, ვიდრე მეორე წელს, სავარაუდოდ მესამე წელიც იგივე სცენარით განვითარდება.”

“გასულ სეზონში ბითაძემ NBA-ს 19 დაპირისპირება ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა გოგას უთამაშებლობა მხოლოდ ტრავმას არ მოიცავს,
“პეისერსის” ამჟამინდელი მენეჯმენტის სტრუქტურა უბრალოდ არ აძლევს საშუალებას გოგას პოზიციაზე მყოფ კალათბურთელს მიიღოს თანმიმდევრული სათამაშო დრო, ის რაც მას ნამდვილად სჭირდება.”

“იმის გათვალისწინებით, რომ ინდიანაპოლისურმა გუნდმა გასულ დრაფტზე, კალათბურთელი სწორედ ცენტრის პოზიციაზე დაიმატა, ძნელი წარმოსადგენია, რომ გოგას მიმართ დამოკიდებულება ოდესმე შეიცვლება.”

“გოგამ მიმდინარე სეზონში 36 თამაშიდან მხოლოდ ოცში ითამაშა, ყველაზე დიდი დრო ქართველმა იყო შარლოტ “ჰორნეტსთან” 19 ნოემბერს მიიღო, ამ მატჩში მას 11 ქულა და 4 მოხსნა დაუგროვდა.”

“იმ შეხვედრების რაოდენობა, რომლებშიც ბითაძის ნათამაშები წუთები ორნიშნა რიცხვს ცდება მხოლოდ და მხოლოდ ხუთია, სწორედ ამ მიზეზით, პეისერსმა გადაწყვიტა ბითაძის გაშვება G-ლიგის გუნდ Fort Wayne Mad Ants-ში.”

“G ლიგაში გოგამ ნამდვილად დაამტკიცა, რომ NBA-ის კალიბრის მოთამაშეა, მან გრანდ რაპიდს გოლდთან მატჩში38 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა”

“ბოლო თამაში, სადაც ბითაძემ მნიშვნელოვანი წუთები მიიღო ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ იყო – აღნიშნული შეხვედრა საბონისმა ტრავმის გამო გამოტოვა” – ვკითხულობთ 8points9seconds ის ვებ გვერდზე.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული 36 შეხვედრის შემდეგ ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგებით და 22 მარცხით ცხრილის მე-14 პოზიციაზე იმყოფება და ფლეი ინის ზონას სამი გამარჯვებით ჩამორჩება.

ბითაძე და “პეისერსი” მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს, კლივლენდ “კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავენ.

Share