ცნობილია მიზეზი, რის გამოც ბასილაშვილი დღეს არ ითამაშებს

VIDEO პირველი ქართული ლელო 2022 წელს
იანვარი 2, 2022 18:57
პუხაჩის მაგივრად აზაროვი – ტრაბზონსპორისთვის ქართველი მთავარი სამიზნეა
იანვარი 2, 2022 21:24

სამ იანვარს, გამთენიის 04:30 – საათზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები, ATP CUP – ის ეგიდით პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პირველი ტურის შემდეგ გუნდები მკვეთრად განსხვავებულ სიტუაციაში არიან, პოლონეთმა საბერძნეთი დაამარცხა და ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს, საქართველოს ნაკრებმა პირველი დაპირისპირება არგენტინასთან დათმო, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის საბრძოლველად ქართველ ჩოგბურთელებს დღეს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ.

საქართველოს ნაკრების ვითარებას ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობა ართულებს, როგორც დღეს გახდა ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგის მატჩს ჩაეხსნა, ჰუმბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ბასილაშვილის მაგივრად ალექსანდრე მეტრეველი იასპარეზებს.

Qomagebi.Ge ბასილაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დაუკავშირდა:

“ბასილაშვილს ამჟამად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მისი თამაში პოლონეთთან შეუძლებელი გახდა, პოლონეთთან მის გარეშე ვითამაშებთ, საბერძნეთის წინააღმდეგ კი ბასილაშვილიც დაგვეხმარება” – გვითხრა კვერნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ კოვიდ 19 გადაიტანა, მოსამზადებელ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ვარჯიშობდა, ტურნირის პირველი შეხვედრა კი დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ ორ სეტში დათმო.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების დაპირისპირების ხილვას ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ბმულის საშუალებით შეძლებთ.

Share