პუხაჩის მაგივრად აზაროვი – ტრაბზონსპორისთვის ქართველი მთავარი სამიზნეა

ცნობილია მიზეზი, რის გამოც ბასილაშვილი დღეს არ ითამაშებს
იანვარი 2, 2022 19:56
VIDEO – ასე მოგვილოცა გიორგი წიტაიშვილმა ახალი წელი
იანვარი 2, 2022 22:18

Haberts.com საინტერესო იფნორმაციას ავრცელებს -მას შემდეგ, რაც, “ტრაბზონსპორმა,”  ბერლინის “ჰერტადან” ტიმოტეუშ პუხაჩი ვერ შეიძინა, ლურჯ-წითლებისთვის მთავარი სამიზნე ირაკლი აზაროვი გახდა. წყაროს ცნობით პუხაჩის სანაცვლოდ ბერლინური გუნდი 5 მილიონ ევროს ითხოვდა

როგორც Haberts – ის სტატიაში ვკითხულობთ მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აზაროვი საკმაოდ ახალგაზრდაა და კლუბში მომავლის პერსპექტივით განიხილავენ, “ტრაბზონსპორს” მისი შეძენა უახლოეს მომავალში, მისაღებ ფასად სურს.

ირაკლი აზაროვი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ფეხბურთელი ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა, ყოფილ გუნდს ულამაზესი გოლიც გაუტანა და აჭარულ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ეროვნულ ლიგაში წარმატებულ ასპარეზობასთან ერთად, ირაკლი აზაროვმა 2021 წელს საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა, ახალგაზრდა ფლანგის მცველმა საქართველოს სახელით ოთხ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, გარდა შედეგიანი მოქმედებებისა გულშემატკივრებს თავი აზაროვმა, ეფექტური და სანახაობრივი თამაშებით დაამახსოვრა.

 

Share