“აზაროვის “ტრაპზონსპორში” ტრანსფერს ჯუღელი აფერხებს – საქმეში არველაძეებიც ჩაერთვნენ” – თურქული მედია

საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა
იანვარი 3, 2022 12:23
“კვარაცხელია თუ წავა რუსული ფეხბურთი მთავარ ვარსკვლავს დაკარგავს”
იანვარი 3, 2022 14:29

ბოლო პერიოდია, არ წყდება საუბრები, ირაკლი აზაროვის “ტრაპზონსპორში” სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

 Fotomac.com.tr  წერს, რომ თურქულმა გრანდმა ბათუმის “დინამოს” ბოლო შეთავაზება გაუკეთა, რომელიც მილიონ ევროს აღემატება. გამოცემა შოთი და აჩი არველაძეების და მისი აგენტის მამუკა ჯუღელის ფაქტორზეც წერს.

“ტრაპზონსპორმა რომელმაც პოლონელი მოთამაშისგან თანხმობა მიიღო, მოლაპარაკებათა მაგიდა მას შემდეგ დატოვა, რაც ბერლინის “უნიონის”  დაჟინებული მოთხოვნამ 4 მილიონი ევრო შეადგინა. ტრაპზონელთა დღის წესრიგში კვლავაც დადგა ირაკლი აზაროვი და 19 წლის ფეხბურთელის მიმართ ბოლო შეთავაზებაც გაკეთდა.

ცნობილია, რომ შეთავაზება 1 ევროზე მეტს (ჩვენი ცნობით საუბარია 1.2 მილიონზე) შეადგენდა.პრობლემას ის ქმნის, რომ ფეხბურთელის მენეჯერის სურვილია, აზაროვი რუსულ გუნდ, “კრასნოდარში” წაიყვანოს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ტრაბზონელებმა დახმარება ქართული ფეხბურთის ლეგენდებს, შოთა-აჩი არველაძეებს თხოვეს,  რომლებიც ტრაპზონსპორის მაისურს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირგებდნენ. ტყუპები ფეხბურთელს უკვე გაესაუბრნენ და კარიერის თურქულ გუნდში გაგრძელება ურჩიეს. “;- წერს თურქული გამოცემა

 

Share