[ექსკლუზივი] აზაროვის ახალი კლუბი ცნობილია – ქართველი მცველი დინამოდან მიდის

“კვარაცხელია თუ წავა რუსული ფეხბურთი მთავარ ვარსკვლავს დაკარგავს”
იანვარი 3, 2022 14:29
ბათუმის “დინამოს” მეორე სპარინგ-მეტოქე ცნობილია
იანვარი 3, 2022 18:10

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას დიდი ალბათობით თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

Qomagebi.ge-ს ინფორმაციით, აზაროვი ახალი წლიდან ტრაბზონსპორის მაისურის მოირგებს.

როგორც შევიტყვეთ, ტრაბზონსა და ბათუმის დინამოს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა – ქართული კლუბი მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, აზაროვი კი უახლოეს პერიოდში თურქულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი აზაროვმა ბათუმის დინამოში გაატარა და კლუბის ისტორიულ ჩემპიონობაში მისი წვლილი დიდია.

ქართველ მცველს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც, წლის ბოლოს კი ფეხბურთის ფედერაციამ ის 2021 წლის საუკეთესო ახალაგზრდა ქართველ ფეხბურთელად დაასახელა.

Share