ბათუმის “დინამოს” მეორე სპარინგ-მეტოქე ცნობილია

[ექსკლუზივი] აზაროვის ახალი კლუბი ცნობილია – ქართველი მცველი დინამოდან მიდის
იანვარი 3, 2022 15:45
“საბურთალოდან” უკრაინის პრემიერ ლიგაში – მანდრიჩენკო “ინჰულენცის” ფეხბურთელია
იანვარი 3, 2022 22:02

ჩემპიონატის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ქართული გუნდების თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე სპარინგ-მეტოქეების შესახებ, ნელ-ნელა ხდება ცნობილი.

როგორც მოგახსენეთ, თურქულ შეკრებაზე ბათუმის “დინამოს” პირველი მეტოქე ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანი” იქნება.

როგორც პოლონური გუნდის ვებ-გვერდი წერდა, შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.

სულ ცოტა ხნის წინ, ასევე პოლონური ექსტრაკლასას “ლეხ გდანსკის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა, რომ თურქული შეკრების მეოთხე შეხვედრაში, 23 იანვარს სწორედ საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდებიან.

Share