გოგა ბითაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

LIVE – მაიჩრჟაკი V ბაკში – საქართველო პოლონეთი დაიწყო
იანვარი 3, 2022 03:10
მეტრეველმა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს სეტი მოუგო, მაგრამ…
იანვარი 3, 2022 11:50

Indiana Pacers center Goga Bitadze reacts after fouling Utah Jazz center Rudy Gobert in the first half during an NBA basketball game against the Utah Jazz Friday, April 16, 2021, in Salt Lake City. (AP Photo/Rick Bowmer)

ინდიანა “პეისერსის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით გუნდში კოვიდ ინფექციამ იფეთქა, კოვიდ 19 -ის ვირუსის გამო უახლოეს პერიოდში გუნდს გოგა ბითაძე, კარის ლევერტი და თიჯეი ვორენი ვერ დაეხმარებიან.

”პეისერსი” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში 36 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზეა, ინდიანაპოლისურო გუნდი ფლეი-ინის ზონას სამი მოგებით ჩამორჩება.

ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში გამართული მატჩებიდან მონაწილეობა მხოლოდ 20 შეხვედრაში მიიღო, 10 წუთზე მეტი სათამაშო დრო კი მხოლოდ 5 დაპირისპირებაში მიეცა.

როდის დაუბრუნდება გოგა ბითაძე პარკეტს ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია ქართველი კალათბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Share