“კვარაცხელია თუ წავა რუსული ფეხბურთი მთავარ ვარსკვლავს დაკარგავს”

“აზაროვის “ტრაპზონსპორში” ტრანსფერს ჯუღელი აფერხებს – საქმეში არველაძეებიც ჩაერთვნენ” – თურქული მედია
იანვარი 3, 2022 14:16
[ექსკლუზივი] აზაროვის ახალი კლუბი ცნობილია – ქართველი მცველი დინამოდან მიდის
იანვარი 3, 2022 15:45

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე საინტერესო ამბები კვლავაც ხვიჩა კვარაცხელიას თავს ხდება.

ბევრი იწერება, რომ კვარაცხელიას შეძენით რამდენიმე უცხოური კლუბია დაინტერესებული, ყველაზე მეტად კი ინგლისური “ლიდს იუნაიტედი” აქტიურობს.

რუსული Business gazeta იმ ფეხბურთელების შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომელთა წასვლაც რუსეთის პრემიერლიგისთვის საზიანო იქნება. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი “რუბინის” ქართველი შემტევია.

“ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” მთავარი ვარსკვლავია. ქართველმა შემტევმა 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა. ზაფხულში ბევრი იწერებოდა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე, რომ მისით ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ როგორებიც: “მილანი”, “ევერტონი” და “ტოტენჰემი” არიან, მაგრამ ზაფხულში ტრანსფერი არ შედგა. ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა კვარაცხელიაზე ცუდად იმოქმედა და ამ სეზონში იგი მოწყენილია. წელს კვარაცხელია შარშანდელის აჩრდილიც არაა. მიუხედავად ამისა, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი მაინც ძალიან დიდია და ის ინგლისურ “ლიდს იუნაიტედს” სურს. თუ ეს ტრანსფერი შედგა და კვარაცხელია რუსეთიდან ინგლისში გადაბარგდა, ამას ყველა ვინანებთ, რადგან რუსეთის საკლუბო ჩემპიონატი მთავარ ვარსკვლავს დაკარგავს”, – წერს რუსული გამოცემა.

Share