ამ წუთებში, ავსტრალიაში, ATP Cup ის ეგიდით საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები პოლონეთის საჩოგბურთო ნაკრებს უპირისპირდება, ერთეულთა თანრიგის პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში მაიჩრჟაკს ხვდება, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა არგენტინის წინააღმდეგ დათმო, შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად კი დღევანდელ დაპირისპირებაში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.