“საბურთალოდან” უკრაინის პრემიერ ლიგაში – მანდრიჩენკო “ინჰულენცის” ფეხბურთელია

ბათუმის “დინამოს” მეორე სპარინგ-მეტოქე ცნობილია
იანვარი 3, 2022 18:10
მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს – დინამომ პირობები შეცვალა
იანვარი 3, 2022 23:21

?????????????????????????????????????????????????????????

უკრაინის პრემიერლიგის “ინჰულეცის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდის, ცნობით, 24 წლის მოლდოველი ნახევარმცველი, დმიტრი მანდრიჩენკო ამიერიდან “ინჰულეცის” მაისურს მოირგებს.

სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინული მედია მანდრიჩენკოს ასევე, უკრაინის პრემიერლიგის “ლვოვს” უკავშირებდა.

ფეხბურთელი ბოლო სეზონის განმავლობაში, თბილსის “საბურთალოში” თამაშობდა. 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

მოლდოველი ნახევარმცველი სხვადასხვა დროს: “შერიფის”, “ვორსკლას” და კიევის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. ის ასევე, “დინამო-ავტო”, “სპიკულის” და “სფ.ჯორჯი” მაისურს ირგებდა.

შეგახსენებთ, რომ წელს მანდრიჩენკომ საბურთალოსთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.

 

 

Share