მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს – დინამომ პირობები შეცვალა

“საბურთალოდან” უკრაინის პრემიერ ლიგაში – მანდრიჩენკო “ინჰულენცის” ფეხბურთელია
იანვარი 3, 2022 22:02
“ჯერ კიევში ვბრუნდები” – წიტაიშვილის პირველი კომენტარი მომავალზე
იანვარი 4, 2022 01:25

როგორც დღეს უკვე დავწერეთ, დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველმა ირაკლი აზაროვმა კარიერა თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ ტრაბზონსპორში გააგრძელოს.

აზაროვი დღეს თურქეთში კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა. დღესვე უნდა მომხდარიყო მისი ტრანსფერის გაოფიციალურება, თუმცა გადაიდო და როგორც თურქული მედია წერს, შესაძლოა მოლაპარაკებები ჩაიშალოს კიდეც.

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამ, სანამ აზაროვი კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერდა ხელს, დღეს ბათუმის დინამომ ბოლო მომენტში პირობა შეცვალა და ტრაბზონისგან იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე მანამდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაბზონსპორი ქართულ კლუბთან პრობლემის მოგვარებას ცდილობს. გამოცემა 61saat.com წერს, რომ თურქეთში იმყოფება ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობაც.

ამ ეტაპზე უცნობია, მივლენ თუ არა საბოლოო შეთანხმებამდე ტრაბზონსპორი და ბათუმის დინამო.

Share