საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

მეტრეველმა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს სეტი მოუგო, მაგრამ…
იანვარი 3, 2022 11:50
“აზაროვის “ტრაპზონსპორში” ტრანსფერს ჯუღელი აფერხებს – საქმეში არველაძეებიც ჩაერთვნენ” – თურქული მედია
იანვარი 3, 2022 14:16

2022 წელი ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის ძალიან ცუდი ამბით დაიწყო. დღეს, 76 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ. მან ოქროს მედლები-1968,1972 და 1976 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. 1980 წლის ოლიმპიადაზე კი სანეევი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გარდა ამისა, ვიქტორ სანეევმა ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული (1969,1974). ასევე იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის 8-გზის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი სამხტომში.

ვიქტორ სანეევი აღიარებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

Qomagebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

Share