ბასილაშვილი 🆚 ციციპასი – საქართველოს ნაკრები ATP CUP ასრულებს

VIDEO 18 ქულა, 4 მოხსნა- შენგელია “ავტოდორთან” მატჩის MVP გახდა
იანვარი 4, 2022 19:55
რეგრესი გრძელდება, დინამო გადაიდო – სად ითამაშებს ნიკა ნინუა?
იანვარი 4, 2022 23:49

ხვალ, ავსტრალიის საჩოგბურთო კორტებზე, სანაკრებო ტურნირის ATP Cup-ის, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა გასული ორი ტური სამწუხაროდ ჩააგდო, ქართველმა ჩოგბურთელებმა ორ დაპირისპირებაში ჯამში 6 შეხვედრა დათმეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს.

მსგავს სიტუაციაშია ხვალინდელი ჩვენი მეტოქე, საბერძნეთის ნაკრებს, მსგავსად საქართველოსი, ორიდან ორი მარცხი აქვს, თუმცა განსხვავებით ჩვენი ნაკრებისგან, ბერძენმა ჩოგბურთელებმა ერთი შეხვედრის მოგება მოახერხეს.

არც საქართველოს და არც საბერძნეთს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი არ გააჩნიათ, ორივე ნაკრების მთავარი მიზანი პრესტიჟის გამარჯვების მოპოვება და ჯგუფში მესამე ადგილი იქნება.

ერთეულთა თანრიგის პირველ შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველი პერვოლაკარისს დაუპირისპირდება, წყვილთა თანრიგის შეხვედრაში კი  შედგება ბაკში/მეტრეველი, თანოსი/ციციპასის დაპირისპირება.

დღის და შეხვედრის მთავარი მოვლენა კი ნიკოლოზ ბასილაშვილის და სტეფანოს ციციპასის შეხვედრა იქნება,  შეგახსენებთ, ციციპასი მსოფლიო რეიტინგის ხუთეულშია, ბასილაშვილი კი ამჟამად პრო ტურის 22-ე ჩოგანია.

ჩოგბურთელებს შორის ბოლო შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიან-უელსის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში შედგა, მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა ციციპასი დაამარცხა და ისტორიაში პირველად მასტერსის ფინალში გავიდა.

ბასილაშვილი VS ციციპასი შუადღის 12 საათზეა ჩანიშნული, მეტრეველის და პერვოლაკარისის შეხვედრა კი დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყება, მატჩის საყურებელ ბმულს ჩვენს ვებ-გვერდზე იხილავთ.

Share