როგორც გუშინ დავწერეთ, დიდი შანსი იყო, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველ ირაკლი აზაროვს კარიერა თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ ტრაბზონსპორში გაეგრძლებინა.
აზაროვი გუშინ თურქეთში კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა. დღეს მას სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლი, თუმცა გადაიდო.
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამ, სანამ აზაროვი კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერდა ხელს, გუშინ ბათუმის დინამომ ბოლო მომენტში პირობა შეცვალა და ტრაბზონისგან იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე მანამდე.
თურქული გამოცემა Haber61.net მოლაპარაკებების პერიპეტიებს შესახებ წერს.
“სუპერლიგის ლიდერმა ტრაბზონსპორმა ირაკლი აზაროვი ტრაბზონში ჩაიყვანა და ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველის ტრანსფერის დახურვას ცდილობდა. მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ტრანსფერი შეჩერდა და საბოლოო შედეგი ვერ დადგა.
Haber61-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს შორის პრინციპული შეთანხმება 1.5 მილიონ ევროზე არსებობდა. ქართველების მიერ 200 000-ით მომატების შემდეგ მოლაპარაკება შეწყდა”, – წერს თურქული გამოცემა.