განახლებული ფასები Transfermarkt-ზე- გვილიას რეგრესი, კაკაბაძე და კვეკვესკირი გაძვირდნენ

ნიკა ნინუა საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება?
იანვარი 4, 2022 12:25
“ეს იყო აგენტის თამაში, გადაჭარბებულმა ინტერესმა მასზე ცუდად იმოქმედა” – რუსული მედია კვარაცხელიაზე
იანვარი 4, 2022 14:57

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt.de-მ პოლონეთის ექსტრაკლასაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ცხადია, ეს ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ. საქართველოს ნაკრების და “რაკოვის” ნახევარმცველის ვაკო გვილიას ღირებულება 300 000-ით შემცირდა და 900 000 ევროს შეადგენს. 27 წლის ფეხბურთელი საწყის ტურებში სასტარტოდან იწყებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ძირითადად სათადარიგო სკამიდან ერთვება და დიდი დრო მხოლოდ თასის გათამაშებაში ეძლევა.

“კრაკოვიას” ფლანგის ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძე ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრებასა და არაერთი გამორჩეული მატჩების შემდეგ 200 000-ით გაძვირდა, ის ამჟამად ნახევარი მილიონი ევრო ღირს.

ასევე, კარგი პერიოდის შემდეგ “ლეხ პოზნანის” 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც 200 000-ით მეტი ღირს, 800 000 ევრო. კვეკვესკირი, 17 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

 

Share