“ეს იყო აგენტის თამაში, გადაჭარბებულმა ინტერესმა მასზე ცუდად იმოქმედა” – რუსული მედია კვარაცხელიაზე

განახლებული ფასები Transfermarkt-ზე- გვილიას რეგრესი, კაკაბაძე და კვეკვესკირი გაძვირდნენ
იანვარი 4, 2022 14:46
“მოლაპარაკებები ჩაიშალა” – ბოლო ინფორმაცია თურქულ მედიაში
იანვარი 4, 2022 15:15

რუსულმა ონლაინ გამოცემამ  Realnoe Vremya-მ გასული წელი შეაჯამა და ის სპორტსმენები გამოარჩია, რომლებმაც 2021 წელს ყველა გააოცეს. ამ სიაშია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

“ჩვენს სიაში არიან სპორტული სამყაროს ისეთი გმირებიც, რომლებმაც არასასიამოვნოდ გაგვაოცეს. მაგალითად, ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბოლო სეზონში ძალინ წარმატებული იყო, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში აბსოლუტურად არ გაამართლა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კვარაცხელიამ მთელი ევროპული საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცა. 2020/2021 წლების სეზონის 23 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. გუნდებმა იცოდნენ ფეხბურთელის ვირტუოზული დრიბლინგის შესახებ და მას ზოგჯერ მეტოქე გუნდის ორი ან თუნდაც სამი მცველი მეურვეობდა, მაგრამ ესეც ყოველთვის არ ეხმარებოდათ. მან გაარღვია მარცხენა ფლანგი და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, მისი წყალობით რუბინმა შეძლო და მე-4 ადგილი დაიკავა.

პრობლემები ჯერ კიდევ ახალი სეზონის დაწყებამდე დაიწყო, როცა ქართველი ნახევარმცველის ირგვლივ უამრავი ჭორი გავრცელდა. იწერებოდა, რომ მისით დაინტერესებული იყო ინგლისის, ესპანეთის, იტალიის გუნდები, რომ ტოტენჰემი აპირებს მის ყიდვას, რომ მილანი და იუვენტუსიც საქმეში არიან…. ფეხბურთში ჩახედულები ასეთ ამბებს სწრაფად ხვდებიან- სავარაუდოდ ეს იყო ფეხბურთელის აგენტის თამაში. ამ გადაჭარბებულმა ინტერესმა, საზიანო გავლენა მოახდინა თავად ხვიჩაზე. უკვე კონფერენს ლიგაზე ყველამ დაინახა, რომ ქართველის თამაში პოლონური “რაკუვის” მცველების წინააღმდეგ სულაც არ იყო აღმაფრთოვანებელი.

სახეზეა ისიც, რომ რუსეთის ჩემპიონატის მცველებმაც ისწავლეს თუ როგორ უნდა ეთამაშონ და გაუმკლავდნენ კვარაცხელიას. მან თავისი ერთადერთი გოლი ჯერ კიდევ ივლისში, ჩემპიონატის დასაწყისში, ტულას “არსენალთან” მატჩში გაიტანა…

სხვათაშორის, საქართველოს ნაკრებში, შვედეთთან მხოლოდ ერთ შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა- ორჯერ მეტი ვიდრე სეზონის უმეტეს ნაწილში.

ახლა კი ჩნდება კითხვები იმის შესახებ თუ რა მოტივაცია აქვს ფეხბურთელს ყაზანში სათამაშოდ. საუბარი ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გარდაუვალ გადასვლაზე სადღაც წავიდა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: იყო თუ არა ნამდვილად ეს ინტერესი?” – წერია სტატიაში.

Share