იქნება თუ არა იჯარა სხვა კლუბში? – ბორდალასის კომენტარი მამარდაშვილზე

რას წერენ თურქი გულშემატკივრები ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე?
იანვარი 4, 2022 15:16
“დინამომ 200 ათასი ევროთი მეტი მოითხოვა” – ახალი დეტალები თურქულ მედიაში
იანვარი 4, 2022 17:56

31 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრი გახდა.

ვალენსიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მამარდაშვილის კონტრაქტი თბილისის დინამოსგან გამოისყიდა. თავად მამარდაშვილმა ვალენსიასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2025 წლამდე… მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ქართველმა მეკარემ ლა ლიგის პირველ 6 ტურში ითამაშა, მას შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვალენსიას შესაძლოა მამარდაშვილი იჯარის წესით სხვაგან გაეშვა, თუმცა, როგორც მთავარი მწვრთნელის კომენტარიდან ჩანს, გიორგი ესპანურ კლუბში დარჩება.

ხოსე ბორდალასმა თქვა, რომ მამარდაშვილის სხვაგან გაშვება ამ ეტაპზე არ განიხილება.

“მამარდაშვილი ნამდვილი აღმოჩენაა. მან ბევრი უნდა იმუშაოს და კარგადაც მუშაობს. მის წასვლაზე ახლა არ ვფიქრობთ. მას ყველა ის თვისება და შესაძლებლობა აქვს, რაც მის გუნდელებს”, – თქვა ბორდალასმა.

Share