“ჯერ კიევში ვბრუნდები” – წიტაიშვილის პირველი კომენტარი მომავალზე

მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს – დინამომ პირობები შეცვალა
იანვარი 3, 2022 23:21
ნიკა ნინუა საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება?
იანვარი 4, 2022 12:25

საქართველოს ნაკრების და ოდესის “ჩერნომორეცის” 21 წლის ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილზე საუბრები არ წყდება.

“ჩერნომორეცს” მწვრთნელი შეეცვალა და ის კიევის “დინამოდან” განათხოვრების წესით მოსულ ფეხბურთელებთან გამომშვიდობებას აპირებს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ წიტაიშვილია.

სულ ცოტა ხნის წინ, მისი მომავალი ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავას “სლოვანს” დაუკავშირეს.

უკრაინული Meta-ratings ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველ ფეხბურთელს გაესაუბრა.

“ბევრი საუბრებია და შესაძლოა ბევრი ვარიანტი იყოს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა მიიღებს.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შვებულების შემდეგ კიევში ვბრუნდები და რა იქნება შემდეგ, უკვე იქ გავარკვევ.

ჩერნომორეცი? დიდი ხანია არ მითამაშია და ეს ჩემი პირველი სტაბილური სეზონია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

მე არ მითქვამს, რომ იქ სრულად გავიხსენი და თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობდი. დიდი ხანია არ მითამაშია, ამიტომ ფორმის სრულად დასაბრუნებლად მეტი დროა საჭირო, მაგრამ მიხარია, რომ ჩერნომორეცში ვიყავი და იური მოროზთან ვმუშაობდი. ის დიდი მწვრთნელი და პიროვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ეს პერიოდი ჩემთვის კარგი იყო”, – ამბობს წიტაიშვილი Meta-ratings-თან საუბარში

Share