“მოლაპარაკებები ჩაიშალა” – ბოლო ინფორმაცია თურქულ მედიაში

“ეს იყო აგენტის თამაში, გადაჭარბებულმა ინტერესმა მასზე ცუდად იმოქმედა” – რუსული მედია კვარაცხელიაზე
იანვარი 4, 2022 14:57
რას წერენ თურქი გულშემატკივრები ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე?
იანვარი 4, 2022 15:16

როგორც გუშინ დავწერეთ, დიდი შანსი იყო, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველ ირაკლი აზაროვს კარიერა თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ ტრაბზონსპორში გაეგრძლებინა.

აზაროვი გუშინ თურქეთში კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა. დღეს მას სამედიცინო შემოწმება  უნდა გაევლი, თუმცა გადაიდო.

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამ, სანამ აზაროვი კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერდა ხელს, გუშინ ბათუმის დინამომ ბოლო მომენტში პირობა შეცვალა და ტრაბზონისგან იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე მანამდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაბზონსპორი ქართულ კლუბთან პრობლემის მოგვარებას ცდილოდა, მაგრამ უშედეგოდ. გამოცემა 61saat.com წერს, რომ ბოლო ინფორმაციით, ტრაბზონსპორმა პოზიცია არ შეიცვალა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ცხადია, ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ გართულებული მოლაპარაკებების შესახებ პირველმა სწორედ ამ წყარომ გაავრცელა ინფორმაცია.

Share