VIDEO 18 ქულა, 4 მოხსნა- შენგელია “ავტოდორთან” მატჩის MVP გახდა

“დინამომ 200 ათასი ევროთი მეტი მოითხოვა” – ახალი დეტალები თურქულ მედიაში
იანვარი 4, 2022 17:56
ბასილაშვილი 🆚 ციციპასი – საქართველოს ნაკრები ATP CUP ასრულებს
იანვარი 4, 2022 22:21

“ცსკამ”  2022 წლის პირველი მატჩი ჩაატარა სარატოვის “ავტოდორის” წინააღმდეგ და ანგარიშით 92:65 გაიმარჯვა, თორნიკე შენგელია კი მატჩის MVP გახდა.

შენგელიამ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პარკეტზე ჯამში 20:03 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

თორნიკემ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველის მარგი კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

VTB ლიგის ლიდერები სწორედ „არმიელები” არიან. მომავალ ტურში ცსკა სტუმრად „ზენიტს“ დაუპირისპირდება. მატჩი 17 იანვარს თარიღდება და ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

Share