უახლოეს დღეებში არველაძე ახალ კლუბს ჩაიბარებს

რეგრესი გრძელდება, დინამო გადაიდო – სად ითამაშებს ნიკა ნინუა?
იანვარი 4, 2022 23:49
აზაროვი საქართველოში დაბრუნდა – ჩაშლილი ტრანსფერის ყველა დეტალი
იანვარი 5, 2022 12:16

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უახლოეს დღეებში ახალ გუნდს ჩაიბარებს და სამწვრთნელო კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ არველაძე “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი იქნება და ინფორმაციას კლუბი მალე დაადასტურებს.

ბოლოს არველაძე უზბეკური “ფახთაქორის” თავკაცი იყო, სადაც გუნდთან ერთად ყველა შიდა ტურნირი მოიგო.

რაც შეეხება “ჰალ სიტის”, ისინი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში გამოდიან და 23 ქულით მე-19 ადგილს იკავებენ.

Share