აზაროვი საქართველოში დაბრუნდა – ჩაშლილი ტრანსფერის ყველა დეტალი

უახლოეს დღეებში არველაძე ახალ კლუბს ჩაიბარებს
იანვარი 5, 2022 00:02
LIVE – ბასილაშვილი 🆚 ციციპასი
იანვარი 5, 2022 12:21

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ტრაბზონსპორში საბოლოოდ ჩაიშალა.

აზაროვი ორი დღის წინ თურქეთში კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა. გუშინ მას სამედიცინო შემოწმება  უნდა გაევლო, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბათუმის დინამომ ბოლო მომენტში პირობა შეცვალა და ტრაბზონსპორისგან იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე მანამდე.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბები 1,5 მილიონ ევროზე იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ დინამომ დამატებით კიდევ 200 ათასი ევრო მოითხოვა.

Star.com.tr წერს, რომ ტრაბზონსპორი პრობლემის მოგვარებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, შედგა შეხვედრა ქართული კლუბის წარმომადგენლებთანაც, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა – აზაროვი საქართველოში დაბრუნდა, ტრაბზონსპორი კი სხვა ვარიანტებზე გადაერთო.

ახლა თურქული კლუბი სხვა ორ მარცხენა მცველს განიხილავს…

Share