VIDEO ბასილაშვილი შეუძლოდ გახდა – ციციპასთან მატჩი აღარ გაგრძელდა

კიდევ ერთი მსურველი: არველაძე რუსულ კლუბში მისვლის კანდიდატია
იანვარი 5, 2022 12:44
▶️ VIDEO სენსაციური გამარჯვება წყვილთა თანრიგში, მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა
იანვარი 5, 2022 15:05

ავსტრალიის საჩოგბურთო კორტებზე, სანაკრებო ტურნირის ATP Cup-ის, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები იმართება.

ერთეულთა თანრიგის მეორე შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს დაუპირსპირდა, თუმცა მეექვსე გეიმის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო.

ანგარიში ამ დროს ციციპასის სასარგებლოდ 4:1 იყო, ბასილაშვილმა კი თამაში ვერ გააგრძელა და ბერძენს მოგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ჯანმთელობის პრობლემების გამო ბასილაშვილმა პოლონელ ჰურკაჩთან არ ითამაშა.

Share