ჩაკვეტაძე “გენტის” შეკრებაზეა- მომავალი კი ბუნდოვანია

ტრანსფერი ახლოვდება: ვაისს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი მიჰყავს
იანვარი 5, 2022 16:55
თურქეთში ფასები განახლდა – ლობჟანიძე კვლავაც პროგრესირებს, არველაძის რეგრესი
იანვარი 5, 2022 18:59

ბევრი ტრავმიანობისა და უთამაშებლობის ფონზე, აქტიურად იწერება, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ამ ზამთარს “გენტს” დატოვებს.

თუმცა ჯერ-ჯერობით ქართველი ფეხბურთელი კვლავ ბელგიურ გუნდშია.

“გენტმა” ის ვალენსიაში შეკრებაზე წაიყვანა და სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან.

ჩაკვეტაძე და “გენტი” 7 იანვარს ამხანაგურ მატჩს “ალკმაარის” წინააღმდეგ გამართავენ, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდებიან და 14 იანვარს ბელგიის ჩემპიონატში “კორტრაიკს” დაუპირისპირდებიან.

QOMAGEBI.GE ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში ვწერდით, რომ ქართველს დიდი სურვილი ჰქონდა გუნდის იანვარში დატოვების და ჩვენი ინფორმაციის ეს საკითხი ძველებურად აქტუალურია.

Share