ფინალურ შესარჩევზე მოსახვედრად – საქართველო 🆚 ფინეთი

სად გადავა აზაროვი ტრაბზონსპორის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ?
იანვარი 5, 2022 16:46
ტრანსფერი ახლოვდება: ვაისს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი მიჰყავს
იანვარი 5, 2022 16:55

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ხელბურთის ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი ევროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის ეგიდით იმართება, ორ მატჩიან დუელში გამარჯვებული ნაკრები ძირითად შესარჩევ ბადეში მოხვდება.

საქართველოს და ფინეთის ნაკრებებს ურთიერთშეხვედრების მრავალწლიანი ისტორიანი აქვთ, პირველი შეხვედრა 2013 წლის მარტში გაიმართა, მაშინ ჯვაროსნებმა მოწინააღმდეგე 26:19 დაამარცხეს, 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს და ფინეთის ნაკრებებს სულ 6 შეხვედრა დაუგროვდათ, საიდანაც ჩვენმა ხელბურთელებმა ერთი მოიგეს, სამჯერ დამარცხდნენ, ორჯერ კი ფრედ ითამაშეს.

საქართველოს და ფინეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებთ.

Share