კიდევ ერთი მსურველი: არველაძე რუსულ კლუბში მისვლის კანდიდატია

LIVE – ბასილაშვილი 🆚 ციციპასი
იანვარი 5, 2022 12:21
VIDEO ბასილაშვილი შეუძლოდ გახდა – ციციპასთან მატჩი აღარ გაგრძელდა
იანვარი 5, 2022 13:07

ცოტა ხნის წინ, “კრასნოდარის” ოფიციალურმა გვერდმა ვიქტორ გონჩარენკოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა დაადასტურა.

რუსული გამოცემის ცნობით კი “კრასნოდარში” მისვლის ერთ-ერთ კანდიდატად ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე განიხილება.

ეს რუსული პრესის ვერსიაა, ისე კი მოგეხსენებათ, არველაძე ძალიან ახლოსაა “ჰალ სიტიში” მუშაობასთან.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ თუ ვიზის პრობლემა არ შეიქმნა, არველაძე “კრასნოდარს” უარით გაისტუმრებს, “ჰალს” ჩაიბარებს და იქ უახლოეს დღეებში ჩავა.

Share