▶️ VIDEO სენსაციური გამარჯვება წყვილთა თანრიგში, მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

VIDEO ბასილაშვილი შეუძლოდ გახდა – ციციპასთან მატჩი აღარ გაგრძელდა
იანვარი 5, 2022 13:07
სად გადავა აზაროვი ტრაბზონსპორის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ?
იანვარი 5, 2022 16:46

დღეს, ავსტრალიის საჩოგბურთო კორტებზე, ATP Cup – ის, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში ყველაფერი გარკვეული ჰქონდა, ბოლო ტურის წინ ნახევარფინალში გასვლის შანსი არ არსებობდა, მთავარი ამბავი პრესტიჟის გამარჯვების მოპოვება იყო საბერძნეთის წინააღმდეგ.

ერთეულთა თანრიგის პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველი პერვოლაკარისთან ორ სეტში დამარცხდა. დღის ძირითადი შეხვედრა ბასილაშვილსა და ციციპასს შორის ნაადრევად მე-5 გეიმში დასრულდა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს რამდენიმე კვირის წინ გადატანილი კოვიდ 19-ის პოსტინფექციური სიმპტომები გაუმიზეზდა, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და ჩვენი ნაკრების გეგმები მიუღწევადი გახადა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის მთავარი მოვლენა წყვილთა თანრიგის შეხვედრაში მოხდა, სადაც ალექსანდრე მეტრეველი/ალექსანდრე ბაკშის წყვილმა სამ სეტში პერვოლაკარისი/ციციპასის დუეტი დაამარცხა. აღსანიშნავია ფაქტია, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა რეიტინგში მათზე ბევრად წინ მყოფი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს, სტეფანოს ციციპასი მსოფლიოს მე-4 ჩოგანია, პერვოლარაკისი კი ამჟამად 399-ე ადგილზეა, ქართველი ჩოგბურთელების რეიტინგი კი ასეთია – ბაკში 974-ე, მეტრველი 570-ე.

საბერძნეთთან მატჩით საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, ქართველმა ჩოგბურთელებმა ცხრა შეხვედრიდან რვა დათმეს, მეტოქის დამარცხება კი მხოლოდ ერთხელ შეძლეს, შედეგად ჩვენმ ნაკრებბმა ATP Cup-ის D ჯგუფში ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.

უახლოესი საჩოგბურთო ღონისძიებებიდან ყურადღებაგასამახვილებელი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვიხილავთ და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

Share