დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრასნოდარი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძეს განიხილავს.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი მიხაილ გერშკოვიჩი, რომელმაც კლუბი მკაცრად გააკრიტიკა.
“სჭირდება თუ არა კრასნოდარს უცხოელი მწვრთნელი? რომ მითხრან ეს კლოპი იქნება, სპალეტი ან მანჩინი, მესმის, სხვა საქმეა, მაგრამ რად გვინდა არველაძე, როცა მასზე უკეთესები გვყავს? მაგალითად, იურანი, ალენიჩევი, ხოხლოვი, კობელევი…
მათ რატომ არ ეხმიანებიან? ქვეყანაში სიტუაცია უკეთ იციან. იქნებ იმიტომ რომ აგენტებისთვის არველაძესთან მუშაობა უფრო მარტივია? ვფიქრობ, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. რა მოიგო არველაძემ?”, – თწვა გერშკოვიჩმა.