სად გადავა აზაროვი ტრაბზონსპორის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ?

▶️ VIDEO სენსაციური გამარჯვება წყვილთა თანრიგში, მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა
იანვარი 5, 2022 15:05
ფინალურ შესარჩევზე მოსახვედრად – საქართველო 🆚 ფინეთი
იანვარი 5, 2022 16:51

რამდენიმე თვის განმავლობაში, ირაკლი აზაროვი თურქულ “ტრაბზონსპორთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სამწუხაროდ, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა.

აზაროვი საქართველოში დაბრუნდა და კვლავ “დინამო ბათუმის” ფეხბურთელია, თუმცა შემოთავაზება სხვა კლუბებიდანაც აქვს და სავარაუდოდ, ბათუმს მაინც დატოვებს.

ერთ-ერთი მსურველი “კრასნოდარია”. აზაროვის რუსულ გუნდში გადასვლის ალბათობას ისიც ზრდია, რომ ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელია.

მით უმეტეს, “კრასნოდარმა” დღეს მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა და მეორე წრეს ახალი მიზნებით ხვდება.

Share