თურქეთში ფასები განახლდა – ლობჟანიძე კვლავაც პროგრესირებს, არველაძის რეგრესი

ჩაკვეტაძე “გენტის” შეკრებაზეა- მომავალი კი ბუნდოვანია
იანვარი 5, 2022 17:06
“რად გვინდა არველაძე? რა მოიგო?” – რუსეთში აღმასკომის წევრი კრასნოდარს აკრიტიკებს
იანვარი 5, 2022 22:31

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt.de-მ თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

საქართველოს ნაკრების და “ჰატაისპორის” 27 წლის ფლანგის შემტევი საბა ლობჟანიაძის ფასმა ზედიზედ მეორედ 300 000-ით მოიმატა და ამჟამად 3.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატში გამორჩეული სეზონი აქვს: ქართველი ნახევარმცველი 18 შეხვედრაში ოთხი გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

23 წლის შემტევს ვატო არველაძეს “კარაგიუმრუკში” არც ისე კარგი პერიოდი უდგას.  თურქეთის ჩემპიონატის მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გამოჩნდა მოედანზე და მხოლოდ წლის ბოლოს “ბოდრუმსპორთან” თასის გათამაშებაში მოახერხა გატანა. გერმანულმა პორტალმა მისი სატრანსფერო ღირებულობა 25 000-ით შეამცირა და მისი ფასი, 200 000 ევროს შეადგენს.

Share