Transfermarkt-მა ფასები განაახლა – მიქაუტაძე კვლავ პროგრესირებს, ჩაკვეტაძე ისევ გაიაფდა

“საინტერესო იქნებოდა კრასნოდარში მუშაობა, თუმცა… ” – არველაძე კრასნოდარზე
იანვარი 6, 2022 15:31
“სანამ დროა, უნდა მიხვდნენ” – რუსები ხვიჩას ტრანსფერზე წერენ
იანვარი 6, 2022 18:03

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt.de-მ ბელგიის იუპილერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელმაც პროგრესი განიცადა, საქართველოს ნაკრების და “სერენის” 21 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა. მისი ფასი 700 000-ით გაიზარდა და 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

“გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძის ფასმა კვლავაც დაიკლო. ბუფალოელთა 22 წლის ნახევარმცველის ფასი ცოტა ხნის წინ 9 მილიონს შეადგენდა, თუმცა ქართველი გამუდმებული ტრავმების შემდეგ რიგიანად ვერ დაბრუნდა. განახლებული მონაცემებით ქართველის სატრანსფერო ღირებულება 400 000-ით შემცირდა და 2.3 მილიონს შეადგენს.

ასევე, 800 000 ევროთი დაიკლო “ლეუვენის” შემტევის ლევან შენგელიას ღირებულებამ. 26 წლის ფლანგის შემტევი 1.2 მილიონი ღირს.

“ზულტე ვარეგემის” 25 წლის ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ ბოლოს 2020 წელს ყაზახური “ტობოლის” რიგებში ითამაშა. ზარანდიას 50 000 ევრო მოაკლდა და მისი ღირებულება 250 000 ევროდ ფასდება.

Share