“საინტერესო იქნებოდა კრასნოდარში მუშაობა, თუმცა… ” – არველაძე კრასნოდარზე

ორი ქართველი Top 14-ის ტურის სიმბოლურში
იანვარი 6, 2022 14:00
Transfermarkt-მა ფასები განაახლა – მიქაუტაძე კვლავ პროგრესირებს, ჩაკვეტაძე ისევ გაიაფდა
იანვარი 6, 2022 17:21

რუსულ მედიაში, შოთა არველაძეს “კრასნოდარს” აქტიურად უკავშირებენ. ქართველმა სპეციალისტმა რუსულ Sportrbc.ru-სთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და კრასნოდარელთა შეთავაზება არ დაადასტურა.

“ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ასეთ გუნდში მუშაობა, კრასნოდარი ნამდვილად კარგი კლუბია. რუსული გუნდიდან წინადადება ადრეც მიმიღია, თუმცა ამჯერად არავინ დამკავშირებია”; – განაცხადა შოთა არველაძე.

როგორც რუსული გამოცემა წერს, ბელარუსი ვიქტორ გონჩარენკოს გაშვების შემდეგ, კრასნოდარი ქართველთან ერთად ხორვატი მარკო ნიკოლიჩის კანდიდატურასაც განიხილავს.

“ფახთაქორის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს კი, ბოლო პერიოდში ჩემპიონშიფის “ჰალ სიტის” აქტიურად უკავშირებენ.

Share