“რეალის” ვარსკვლავი აზაროვის ნაცვლად – ტრაბზონსპორის საინტერესო ნაბიჯი

საგრძნობი წინსვლა რეიტინგში და სოლიდური თანხა – 2021 წელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის
იანვარი 6, 2022 20:25
ბელარუსის 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი, თბილისის “დინამოს” მიუახლოვდა
იანვარი 6, 2022 22:50

რამდენიმე თვის განმავლობაში, ირაკლი აზაროვი თურქულ “ტრაბზონსპორთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სამწუხაროდ, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა.

აზაროვი საქართველოში დაბრუნდა და კვლავ “დინამო ბათუმის” ფეხბურთელია. ქართულ მედიაში თავად ფეხბურთელისა და “დინამოს” პრეზიდენტის კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მოლაპარაკება მხარეებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თურქულ პრესაში სულ სხვა სურათია.

თურქეთში ორი დღეა აქტიურად იწერება მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ვარსკვლავის მარსელოს ტრაბზონსპორში გადასვლაზე. მაგალითად, 61saat წერს, რომ აზაროვთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, თურქული კლუბი მარცხენა მცველის ძიებას განაგრძობს და მარსელოს დაუკავშირდა.

მარსელოს “რეალთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ის კლუბს უფასოდ შეუერთდება.

ერთი რამ კი ცხადია: მარსელომ ამ ეტაპზე “ტრაბზონსპორში” გადასვლა იუარა და როგორც თურქები წერენ, ბრაზილიელმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ოღონდ სეზონის დასრულების შემდეგ.

Share