თბილისის “დინამოს” მეორე სპარინგ მეტოქეც ცნობილია

“ეს დღე არც ისე შორსაა” – როდის დაბრუნდება კიტეიშვილი?
იანვარი 6, 2022 18:44
საგრძნობი წინსვლა რეიტინგში და სოლიდური თანხა – 2021 წელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის
იანვარი 6, 2022 20:25

სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით გაცნობეთ, რომ თურქულ შეკრებაზე  საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” 26 იანვარს უკრაინულ “ლოვოვს” დაუპირისპირდება.

უზბეკური Sports.uz-ის ცნობით,  “ფახთაქორი” 5-დან 20 თებერვლის ჩათვლით თურქულ შეკრებას გაივლის. ამ შეკრების ფარგლებში, კლუბის სამი სპარინგ პარტნიორი ცნობილია.

გამოცემის მტკიცებით, ფახთაქორი, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ შოთა არველაძე წვრთნიდა, 15 თებერვალს მოსამზადებელი ეტაპის მეორე მატჩში თბილისის დინამოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით დინამო ორ შეკრებას გაივლის: კახა ცხადაძის გუნდი ახალი სეზონისთვის ჯერ თურქეთში მოემზადება, ხოლო შემდეგ – ესპანეთში.

Share